SOCIETE GENERALE–ს სკანდალური ტრეიდერის გასამართლება

Societe Generale-მ 2008 წელს ტრეიდინგული ოპერაციებიდან 7,7 მლრდ ევროთი იზარალა. ზარალი თავიდანვე თანამშრომლების მიერ რისკის მენეჯმენტის მოთხოვნების უგულვებელყოფას დაბრალდა. ბანკის ტრეიდერის ჯერომ კერვილის სკანდალურ საქმეს სასამართლო განიხილავს. ყოფილ თანამშრომელს ბანკი ბრალს მასთან შეუთანხმებლად მსხვილმასშტაბიანი ტრეიდინგული პერაციების ჩატარებაში სდებს. სპეკულატიური ოპერაციებისგან მიყენებული ზარალი 5 მლრდ ევროს შეადგენს.კერვილი ბანკის საინვესტიციო-ტრეიდინგული დეპარტამენტის თანამშრომელად აღნიშნული დანაკარგების მასზე დაბრალებამდე მუშაობდა, თუმცა ბანკი მას საოპერაციოდ გამოყოფილთან შედარებით მეტი თანხის დამოუკიდებლად ოპერირებას აბრალებს, ანუ კერვილმა ისარგებლა ბანკის IT უსაფრთხოების სისტემაში არავტორიზებული დაშვების შესაძლებლობით და ყალბი ტრაზაქციები განახორციელა. გამოძიებას ეჭვი აქვს რომ არაავტორიზებულ ტრეიდინგთან დაკავშირებით ბანკის რისკ–მენეჯმენტის ხელმძღვანელი ინფორმირებული იყო. არ არის გამორიცხული ბანკი ყოფილიყო დაინტერესებული რისკიანი ოპერაციებით, რომლიდანაც მნიშვნელოვანი მოგების მიღების შესაძლებლობას ხედავდა და აუდიტის ჩატარებამდე ან ფინანსური ანგარიშგების წარდგენამდე გაწეული რისკის გამართლებას ან მიმალვას შეძლებდა, თუმცა აღნიშნული ვერ განხორციელდა და განტევების ვაცი სწორე კორპორატიული ტრეიდერი აღმოჩნდა.ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში კერვილს ზარალის ანაზღაურება და 5წლიანი პატიმრობა მოუწევს.

Posted in ფინანსური ბაზარი. ტეგები: , , , , . გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: SOCIETE GENERALE–ს სკანდალური ტრეიდერის გასამართლება

მობილური ბანკინგი

მობილური ბანკინგი ”მაგთიკომისა” და ”ლიბერთი ბანკისგან” ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ”მაგთიკომი” საკუთარ აბონენტებს საშუალებას აძლევს, ”ლიბერთი ბანკში” გახსნან საკუთარი ფულადი ანგარიში, რომლის მართვასაც აბონენტი მობილური ტელეფონით შეძლებს. მაგთის ახალი სერვისის საშუალებით საბანკო ანგარიშის გახსნისას შესაძლებელია რამდენიმე ოპერაციის განხორციელება. კერძოდ, ანგარიშზე თანხის შეტანა, ანგარიშიდან თანხის გამოტანა, თანხის გადარიცხვა მაგთი/ბალის აბონენტებთან, კომუნალური და სხვა დავალიანებების დაფარვა.

UNDER CONSTRUCTION!

ქართველი ბანკირის ბლოგი

რეიტინგებს არ ვანიჭებთ!.. მნიშვნელობასაც !!!

“ბითიეი ბანკ საქართველოს“ განცხადებით, 2009 წლის 21 დეკემბერს Fitch–ს თავად აცნობეს, რომ მათი მომსახურებით სარგებლობას აღარ აპირებენ. მათი განმარტებით, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ბანკი ვეღარ ხედავდა გარებაზრებზე რესურსის მოზიდვის შესაძლებლობებს. შესაბამისად, აღარ არსებობდა შეფასებისა და რეიტინგის საჭიროება.

ეს განცხადება მოჰყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings “ბითიეი ბანკ საქართველოს” მომსახურებაზე უარს აცხადებს. Read the rest of this entry »

Tools ‹ Georgianbanker’s Blog — WordPress

Tools ‹ Georgianbanker’s Blog — WordPress

Tools ‹ Georgianbanker’s Blog — WordPress.

me bizneskurierSi

possti

EBRD-ი საქართველოს ხელისუფლებას ბანკების ზედამხედველობის გამკაცრებას ურჩევს
პრობლემები უძრავი ქონების სექტორშიც მოსალოდნელია
ბანკებისადმი მოსახლეობის ნდობის გასამყარებლად აუცილებელია ზედამხედველობა გამკაცრდეს – ამ რეკომენდაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იძლევა. მათი განცხადება ეროვნული ბანკისადმია მიმართული. EBRD-ი ამის აუცილებლობას საკუთარი პროგნოზიდან გამომდინარე ხედავს. ევრობანკის გათვლებით, ეკონომიკური ვარდნის შედეგად ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობის ზრდა და უძრავი ქონების სფეროში პრობლემები ისევ მოსალოდნელია. მათი განცხადებით, ბანკებისთვის ასევე მნიშვნელოვნად რჩება სავალუტო რისკები.

ამ ნეგატიური შეფასებების გარდა, EBRD-ის პროგნოზით, შესაძლებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების უფრო მკვეთრი დაცემაც. ამან კი შესაძლოა ზეწოლა ეროვნულ ვალუტასა და ბანკების ბალანსზე მოახდინოს.

Hello world!

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!