SOCIETE GENERALE–ს სკანდალური ტრეიდერის გასამართლება

Societe Generale-მ 2008 წელს ტრეიდინგული ოპერაციებიდან 7,7 მლრდ ევროთი იზარალა. ზარალი თავიდანვე თანამშრომლების მიერ რისკის მენეჯმენტის მოთხოვნების უგულვებელყოფას დაბრალდა. ბანკის ტრეიდერის ჯერომ კერვილის სკანდალურ საქმეს სასამართლო განიხილავს. ყოფილ თანამშრომელს ბანკი ბრალს მასთან შეუთანხმებლად მსხვილმასშტაბიანი ტრეიდინგული პერაციების ჩატარებაში სდებს. სპეკულატიური ოპერაციებისგან მიყენებული ზარალი 5 მლრდ ევროს შეადგენს.კერვილი ბანკის საინვესტიციო-ტრეიდინგული დეპარტამენტის თანამშრომელად აღნიშნული დანაკარგების მასზე დაბრალებამდე მუშაობდა, თუმცა ბანკი მას საოპერაციოდ გამოყოფილთან შედარებით მეტი თანხის დამოუკიდებლად ოპერირებას აბრალებს, ანუ კერვილმა ისარგებლა ბანკის IT უსაფრთხოების სისტემაში არავტორიზებული დაშვების შესაძლებლობით და ყალბი ტრაზაქციები განახორციელა. გამოძიებას ეჭვი აქვს რომ არაავტორიზებულ ტრეიდინგთან დაკავშირებით ბანკის რისკ–მენეჯმენტის ხელმძღვანელი ინფორმირებული იყო. არ არის გამორიცხული ბანკი ყოფილიყო დაინტერესებული რისკიანი ოპერაციებით, რომლიდანაც მნიშვნელოვანი მოგების მიღების შესაძლებლობას ხედავდა და აუდიტის ჩატარებამდე ან ფინანსური ანგარიშგების წარდგენამდე გაწეული რისკის გამართლებას ან მიმალვას შეძლებდა, თუმცა აღნიშნული ვერ განხორციელდა და განტევების ვაცი სწორე კორპორატიული ტრეიდერი აღმოჩნდა.ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში კერვილს ზარალის ანაზღაურება და 5წლიანი პატიმრობა მოუწევს.

Posted in ფინანსური ბაზარი. ტეგები: , , , , . Comments Off on SOCIETE GENERALE–ს სკანდალური ტრეიდერის გასამართლება
%d bloggers like this: