ქართველი ბანკირის ბლოგი

რეიტინგებს არ ვანიჭებთ!.. მნიშვნელობასაც !!!

“ბითიეი ბანკ საქართველოს“ განცხადებით, 2009 წლის 21 დეკემბერს Fitch–ს თავად აცნობეს, რომ მათი მომსახურებით სარგებლობას აღარ აპირებენ. მათი განმარტებით, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ბანკი ვეღარ ხედავდა გარებაზრებზე რესურსის მოზიდვის შესაძლებლობებს. შესაბამისად, აღარ არსებობდა შეფასებისა და რეიტინგის საჭიროება.

ეს განცხადება მოჰყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings “ბითიეი ბანკ საქართველოს” მომსახურებაზე უარს აცხადებს. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბითიეი ბანკი საქართველო“ისევ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ყაზახეთიდან მოწოდებულ დაფინსანსებაზე, ხოლო ბანკის აქტივების ხარისხი სუსტია.  ექსპერტთა ნაწილის შეფასებითაც, Fitch–ის გადაწყვეტილება ბანკის ძირითადი აქციონერი “ბითიეი ყაზახეთიდან” გამომდინარეობს. მათი თქმით, ყაზახეთის მთავრობამ ბანკის ნაციონალიზაცია მოახდინა. უხეშად ჩაერია მის საქმიანობაშიც, რაც Fitch–სთვის მიუღებელია. ექსპერტების თქმითვე, „ბითიეი ბანკი საქართველო“ ბაზარზე დაბალანსებულად მოღვაწეობს. თუმცა, Fitch– ის ამ ნაბიჯის გამო საკრედიტო ხაზის მოზიდვაში პრობლემები შეექმნება.  სირთულეები გაჩნდება ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ურთიერთობაშიც. ექსპერტები ბანკს საქმიანობის ახალი გეგმის შემუშავებას ურჩევენ. ინფორმაციისთვის: „ბითიეი ბანკი საქართველომ“ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა, რომ  2009 წელი ზარალით დაასრულა. წაგებამ კი 3 მილიონი შეადგინა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: