მაღალი საპროცენტო განაკვეთი ბანკებსაც ზღუდავს

განაკვეთები ყველაზე მაღალი სარგებლის მქონე “ტაოპრივატ ბანკმაც” შეამცირა

ბანკები თავის გადასარჩენად მეანაბრეებს საპროცენტო განაკვეთებს უმცირებენ. – ამ შეფასებას გაზეთი “ეკონომიკური პალიტრა” ბანკების იმ გადაწყვეტილების საპასუხოდ აკეთებს, რომლის თანახმადაც ბანკებმა ანაბრებზე პროცენტების შემცირება დაიწყეს. პირველებმა ამის შესახებ საბანკო ბაზრის ლიდერებმა განაცხადეს.
“ეკონომიკური პალიტრის” ინფორმაციით კი, ახლა უკვე ლიდერების შემდეგ განაკვეთები შეამცირა “ტაოპრივატ ბანკმაც”. ბანკს, რომელსაც ბაზარზე აქამდე დეპოზიტებზე ყველაზე მაღალი სარგებელი ჰქონდა, განაკვეთები შეამცირა. ამჟამად ბანკი მეანაბრეს ერთ წლიან ვადიან ანაბარზე ლარში 14,5 პროცენტს, დოლარსა და ევროში კი 11 პროცენტს სთავაზობს.
ბანკის გენერალური დირექტორის ბოგდან ლესუკის განცხადებით, განაკვეთების შემცირების გადაწყვეტილება ორი კვირის წინ მიიღეს. “პროცენტს ჩვენ კი არ ვცვლით, არამედ ქვეყნის საბანკო ბაზარი”, – აცხადებს “ტაოპრივატბანკის” ახალი მმართველი. შეგახსენებთ, “ტაოპრივატ-ბანკი” იმ 12 ბანკის რიცხვშია, რომელთაც 2009 წელი წაგებით დაასრულეს. ბანკი 2009 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ზარალიანი ბანკების სიაში ლიდერია.
დეპოზიტების შემცირებაზე კი პირველი განცხადება, „ეკონომიკური პალიტრის“ ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა გააკეთა. გილაურის განმარტებით, საბანკო ანგარიშებზე ამდენი თანხის შემოდინების შემდეგ, ანაბრის ფასის დაწევა მოსალოდნელი იყო. „საქართველოს ბანკში“ ერთწლიან ვადიან ანაბარზე დოლარში წლიურმა განაკვეთმა 11,75%–დან 10,5%–მდე დაიწია. 2010 წლის პირველ ნახევარში განაკვეთი 9%–მდე, ხოლო 2011 წლისთვის 7-8%–მდე ჩამოვა, რაც გილაურის განმარტებით, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევის საშუალებასაც მისცემთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: