"ბანკი" თუ "ბანკა": კრიზისი სკანდალით დაიძლევა?!

ლ. გურგენიძე: ბუკლეტის მიზანი ახალი ანაბრის რეკლამირებაა
ლადო გურგენიძის „სახალხო ბანკმა“ ინოვაციური პროდუქტის „მშვიდი“ ანაბრის სარეკლამო ბუკლეტზე კოლეგა ბანკირების კარიკატურები გამოსახა. ბუკლეტი, რომელიც გაზეთმა “ბანკებმა და ფინანსებმა” გამოაქვეყნა, საქართველოში საბანკო სექტორის განვითარების ისტორიას გადმოსცემს. 90–იანი წლების დასაწყისის ასახვის მიზნით, როდესაც საქართველოში ბანკებმა პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, „თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის და „საქართველოს ბანკის“ ყოფილი აქციონერის ელგუჯა სილაგაძის კარიკატურებია გამოსახული, რომლებსაც ხელში მინის ქილები უჭირავთ.2010 წელს კი სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი ქეისით ხელში „სახალხო ბანკის“ ცენტრალურ ოფისში მიდის.“მშვიდი ანაბარი”, როგორც „სახალხო ბანკში“ ირწმუნებიან, საქართველოში ანალოგის არმქონე პროდუქტია, „მშვიდის“  მფლობელებს 7 მსხვილ ბანკში 12–თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქსირებული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთს დამატებული 0,1 პროცენტი დაერიცხებათ, და ეს იმ ფონზე, როცა მიმდინარე წელს ქართული ბანკების დიდი ნაწილი ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გეგმავს. ამასთან, „მშვიდი ანაბარი” ერთადერთი პროდუქტია, რომლის სარგებელიც ავტომატურად გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არსებულ 7 მსხვილ ბანკს შორის 12 თვიან ვადიან ანაბარზე განახლებული საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდა. თუმცა, ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებისას “მშვიდ ანაბარზე” განაკვეთი უცვლელი იქნება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: