HalykBank საქართველოში 100 ფილიალს გახსნის!


“ჰალიკ ბანკი“ წამყვან ქართულ ბანკებს სერიოზულ კონკურენციას ჰპირდება
საქართველოს საბანკო სექტორში ყაზახური “ჰალიკ ბანკი“ სერიოზული ამბიციებით შემოდის. ბანკმა ოპერირება ოფიციალურად დღეიდან თბილისში თავისი პირველი ფილიალის გახსნით დაიწყო და როგორც მისმა გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ განაცხადა, ქართულ ბაზარზე ისინი საკმაოდ ხმამაღალი პრეტენზებით შემოდიან და წამყვან ბანკებს სერიოზული კონკურენციის გაწევას ჰპირდებიან.

“საქართველოს საბანკო ბაზარზე სიტუაცია არც ისე სახარბიელოა და გარკვეული თამამი ნაბიჯი იყო აქ ბანკის გახსნა, თუმცა ქართული ეკონომიკა მდგრადია და საქართველოში ინვესტიციები შემოდის“–აცხადებს გეგუჩაძე.

მისი ინფორმაციით, “ჰალიკ ბანკი“ კლიენტებს უნივერსალურ მომსახურებას შესთავაზებს – იქნება ეს დეპოზიტები, სესხები თუ სხვა საბანკო პროდუქტი. “ჩვენი ბანკი ყაზახური “ჰალიკ ბანკის“ შვილობილია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე. მას ძალიან ბევრი საინტერესო პროდუქტი აქვს და მათ საქართველოში ეტაპობრივად დავნერგავთ. ჩვენი სტრატეგია გათვლილია საინტერესო და მაღალი ხარისხის მომსახურებაზე,“–განაცხადა გეგუჩაძემ.

რაც შეეხება ბანკის სამომავლო გეგმებს, ამჟამად “ჰალიკ ბანკი“ თბილისში სათაო ოფისით და ერთი ფილიალით არის წარმოდგენილი და 2009–2010 წლებში საქართველოში 100–მდე ახალ ფილიალს გახსნის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: