ბანკირები განვითარებულ ქვეყნებთან შედარებას აპროტესტებენ
„ბიზნემსმენებს ძალიან სწრაფად სურთ გარემოს შეცვლა“

ბანკები რომ სესხებს ვერ გასცემდნენ, ამდენი ბანკის არსებობა გაუმართლებელი იქნებოდა, რადგან ძირითადი ბაზა ბანკებისთვის სწორედ სესხებია. ასე პასუხობს ბიზნემსმენების პრეტენზიებს რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში „თიბისი ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ღაძაძე.

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ ბანკები ბიზნესს ძვირ ფულს სთავაზობენ, რაგდან იაფი ფულის მოსაზიდად ავტორიტეტი და პროფესიონალიზმი არა აქვთ. მისივე თქმით, ბანკები ბიზნესს განვითარების საშუალებას არ აძლევენ და დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია. ანალოგიურ მოსაზრებას „ტოიოტა ცენტრი კავკასიას“ გენერალური დირექტორი ირაკლი გურჩიანიც იზიარებს.

პაატა ღაძაძის განცხადებით კი ქართულ ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთების შედარება საქართველოს მსგავსი ქვეყნების ბაზრებთან უნდა მოხდეს და არა დასავლეთის ქვეყნებთან, მისი თქმით, ბიზნემსმენებს ძალიან სწრაფად სურთ გარემოს შეცვლა, თორემ საპროცენტო განაკვეთების შემცირებისა და სესხების პირობების გამარტივების ტენდენცია არსებობს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: