პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაცია "ტაოპრივატბანკში"


“ტაოპრივატბანკმა” პრობლემური კრედიტების რესტრუქტურიზაცია დაიწყო
“ტაოპრივატბანკმა” გადაწყვეტილება მიიღო და პრობლემური კრედიტების რესტრუქტურიზაციის აქცია დაიწყო. ირკვევა, რომ ბანკი თავის მსესხებლებს პრობლემურ კრედიტებთან დაკავშირებით შეღავათებს სთავაზობს. ეს არის ფიზიკური პირების სესხების რესტრუქტურიზაციის სქემა, რომელიც არსებულ კრედიტზე ძირითადი ვალისა და დარიცხული პროცენტის დაფარვის შემთხვევაში –
საჯარიმო სანქციების ჩამოწერას, ხოლო ნაწილობრივი გადახდის შემთხვევაში დარჩენილი ვალის რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს. ბანკის ინფორმაციით, სესხების რესტრუქტურიზაციის აქცია ძალაში 31 დეკემბრამდეა და მხოლოდ განვადებაზე, სამომხმარებლო სესხებზე, საკრედიტო ბარათებზე და იმ სესხებზე ვრცელდება, რომელთა ვადაგადაცილება 90 დღეს აღემატება.

აქციის პირობების თანახმად, მსესხებლის მიერ თავისი ძირითადი დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში მას ჯარიმების 100% ეპატიება. ძირითადი დავალიანების მინიმუმ 30%-ის დაფარვის შემთხვევაში კი – 30%, ხოლო დარჩენილ ძირითად თანხაზე მას ახალი კრედიტი გაუფორმდება

14.12.2009 11:14

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: