გურგენიძის ფაქტორი?!

“სახალხო ბანკის” კაპიტალი 25 მილიონით გაიზარდა

კაპიტალის გაზრდა ბანკს ფინანსურად გააძლიერებს “
“სახალხო ბანკის” აქციების ნაწილი გაიყიდა. საფონდო ბირჟის ინფორმაციით, ბირჟის გარეთ ვაჭრობის წესით ბანკის აქციები თითქმის 24 მილიონ ლარად გაიყიდა. ჯერჯერობით ახალი აქციონერების  ვინაობა საფონდო ბირჟისთვის უცნობია.
ამასთან, „სახალხო ბანკის“ საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, Read the rest of this entry »

"ბანკი" თუ "ბანკა": კრიზისი სკანდალით დაიძლევა?!

ლ. გურგენიძე: ბუკლეტის მიზანი ახალი ანაბრის რეკლამირებაა
ლადო გურგენიძის „სახალხო ბანკმა“ ინოვაციური პროდუქტის „მშვიდი“ ანაბრის სარეკლამო ბუკლეტზე კოლეგა ბანკირების კარიკატურები გამოსახა. ბუკლეტი, რომელიც გაზეთმა “ბანკებმა და ფინანსებმა” გამოაქვეყნა, საქართველოში საბანკო სექტორის განვითარების ისტორიას გადმოსცემს. 90–იანი წლების დასაწყისის ასახვის მიზნით, როდესაც საქართველოში ბანკებმა პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, „თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის და „საქართველოს ბანკის“ ყოფილი აქციონერის ელგუჯა სილაგაძის კარიკატურებია გამოსახული, რომლებსაც ხელში მინის ქილები უჭირავთ. Read the rest of this entry »

ბანკები სესხების გაცემას იწყებენ

„სახალხო ბანკი” საპენსიო სესხების გაცემას დღეიდან განაახლებს. 

„ამ ეტაპზე უპირველეს პრიორიტეტს საპენსიო სესხის აღდგენა წარმოადგენდა, რომლითაც სარგებლობა შეეძლებათ პენსიონერებს, დევნილებს და ყველა იმ კატეგორიის მომხმარებელს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებასა და შემწეობებს „სახალხო ბანკის“ ქსელის მეშვეობით იღებენ~, – განაცხადა „სახალხო ბანკის~ გენერალურმა დირექტორმა. სესხებზე „სახალხო ბანკი~ 40 მლნ ლარის ფინანსურ რესურსს მიმართავს.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.